გომისმთაზე სახალხო დღესასწაული „გომისმთობა 2017“ აღინიშნა

14/08/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით კურორტ გომისმთაზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული გაიმართა. ,,გომისმთობა 2017“ სპორტული ღონისძიებებით დაიწყო. მოეწყო შეჯიბრი მინი ფეხბურთსა და დოღში, ჭიდაობაში, ბაგირის გადაძალვასა და ფრენბურთში. გამარჯვებულები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა, არჩილ ყაზაიშვილმა და გიორგი ღურჯუმელიძემ სიგელებით, თასებითა და პრიზებით დააჯილდოვეს. გაიმართა ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების: „ზენაარის,“ „მხედრების,“ „შემოქმედის“ და ბოლოს სპეციალური მოწვევით, „თეატრალური კვარტეტის“ კონცერტი. „გომისმთობას“ უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორები დაესწრნენ. ღონისძიების თანაორგანიზატორია ა.(ა) ი.პ. კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი

Tweet about this on TwitterShare on Facebook0