გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში დამატებით 100 ურნა გადანაწილდა

იმ სოფლების რაოდენობა, საიდანაც გრაფიკის მიხედვით საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოტანა ხდება 6-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში დამატებით 100 ურნა გადანაწილდა.
ამ ეტაპზე ურნები (849 ურნა) მუნიციპალიტეტის 49 სოფელშია განლაგებული.
გასული 6 თვის განმავლობაში გამოტანილია 3182 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
ლიკვიდირებულია 18 სტიქიური ნაგავსაყრელი.
გარდა ამისა, რამდენიმე თვის განმავლობაში ავტობანის გორის მონაკვეთზე, საავტომობილი გზის გასწვრივ მიმდინარეობდა მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.

Visited 212 times, 1 visit(s) today