გორის მუნიციპალიტეტში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გორის მუნიციპალიტეტში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ შვედეთის საელჩოს პირველ მდივან, ჰელენა სანჩოსთან ერთად გახსნა.
კრისიზული ცენტრი ბენეფიციარებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, მათი კანონიერი უფლებების დაცვასა და ფსიქო-სოციალურ დახმარებას უზრუნველყოფს.
პროექტი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ამჟამად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო ფონდის დაქვემდებარებაში 5 თავშესაფარი და 3 კრიზისული ცენტრი ფუნქციონირებს.

Visited 210 times, 1 visit(s) today