გოჩა დგებუაძემ ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური გზის ახლადრეაბილიტირებული მონაკვეთი დაათვალიერა

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ გამგებლის მოადგილესთან ნატო ფულარიასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური გზის ახლადრეაბილიტირებული მონაკვეთი დაათვალიერა. სოფელ ბეთლემის მიმართულებით, 2 კმ-იან მონაკვეთზე, ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებდა ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ინდიკო’’. სამუშაოებზე, რომლის ღირებულებამ შეადგინა 274 172 ლარი, დასაქმდა 35 ადგილობრივი მოსახლე. გზის რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, რეაბილიტირდა ქალაქის 100 ქუჩა. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 97,4 კმ გზას. სამუშაოებზე ყოველწლიურად დასაქმებული იყო 800 ადგილობრივი მცხოვრები.

Visited 188 times, 1 visit(s) today