მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, სლოვაკეთის რესპუბლიკის „ექსიმ“ ბანკის თავმჯდომარეს დუშან კეკეტის უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს, რეგიონში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში „ექსიმ“ ბანკის ჩართულობის პერსპექტივა და წეროვანის დევნილთა დასახლებაში, ინოვაციების ცენტრის მოწყობის ფარგლებში განსახორციელებელი სოციალური მეწარმეობის განვითარების სხვადასხვა პროექტები. აუდიენციას, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის აპარატის უფროსი რომან შოთაძე, „მცხეთა-მთიანეთის რეგიონის განვითარების“ სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი შალვა გივიშვილი ესწრებოდნენ.. სამხარეო ადმინისტრაციასა და სლოვაკურ ბანკს შორის თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.