ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში (ე.წ. წითელი ბაღი) საკურას ხეები დაირგო. გამწვანების ღონისძიებაში თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო ვიცე-მინისტრ ჰონდა ტაროსთან, საქართველოში იაპონიის ელჩის მოადგილესთან, სუზუკი ტოშიუკისთან და საქართველოში მცხოვრებ იაპონელ სტუმრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. საკურას ნერგები იაპონიიდან საქართველოში საგანგებოდ ჩამოიტანეს. ღონისძიება იაპონურ-ქართული ბიზნესასოციაციისა და იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
Visited 72 times, 1 visit(s) today