გპირდებით, რომ განათლების რეფორმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„დღეს ჩვენი ქვეყანა დგას მრავალი გამოწვევის წინაშე – ტერიტრიული მთლიანობის აღდგენა, სიღარიბის დაძლევა, სოციალური პრობლემები და ბევრი სხვა. ყველაზე ღირსეული პასუხი ამ გამოწვევებზე არის განათლებული საქართველო. განათლების სისტემის მოდერნიზაცია, ძლიერი და საფუძვლიანი განათლების სისტემის შექმნა და მისი ამოქმედება არის მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ეს დაბრკოლებები დაძლიოს. მე განვაცხადე, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაციები. შესაბამისად, დღეს ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან ემოციური დღე. ბევრმა თქვენგანმა კარგად იცის რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის განათლების რეფორმის გატარება და მე გპირდებით, რომ ამ რეფორმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და დავაყენებთ იმ შედეგს, რომელსაც საქართველო ნამდვილად იმსახურებს. სწორედ ამიტომ, დღეს, ამ წმინდა ადგილას, მე და ჩემი გუნდი წარმოვადგენთ განათლების სისტემის რეფორმის ხედვის“, – განახცადა პრემიერმა.

Visited 95 times, 1 visit(s) today