გრიგოლეთში მადონა კაიკაციშვილის საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის, გოჩა ჩხარტიშვილის ინფორმაციით, სოფელ გრიგოლეთში დღეს დილით ხანძრის შედეგად დაიწვა მადონა კაიკაციშვილის საცხოვრებელი სახლის მეორე სართული. ხანძრის დროს სახლში მცხოვრებმა პირებმა მიიღეს სხეულის მსუბუქი დაზიანება და ისინი გადაყვანილნი არიან სამედიცინო ცენტრში.
სახანძრო-სამაშველო სამსახური შემთხვევის ადგილზე დროულად მივიდა, რის შედეგადაც სახლის პირველი სართული დაწვას გადაურჩა.

Visited 360 times, 1 visit(s) today