გრიგოლ გიორგაძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართა

22/11/2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართეს.
მინისტრის მოადგილე დევნილი ოჯახების საჭიროებებს გაეცნო, მათი პრობლემები მოისმინა და დახმარება აღუთქვა. შეხვედრაზე, იძულებით გადაადგილებულ პირებს სამინისტროში არსებული პროგრამებისა და მომავალი წლის გეგმებთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
გრიგოლ გიორგაძე ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსაც გაეცნო. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 6 კორპუსი შენდება, სადაც ბინას 360 ოჯახი მიიღებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0