გრიგოლ გიორგაძე ევროსაბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეხვდა

19/09/2017

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანიილ ხოშაბოს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს, საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიშისთვის, დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა.
გრიგოლ გიორგაძემ ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებს ის პროექტები გააცნო, რომლებსაც სამინისტრო დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით ახორციელებს.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ საქართველოს მასშტაბით მიმდინარე მშენებლობებზეც ისაუბრა. გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, სამინისტრო კორპუსებს ზუგდიდში, ქუთაისში, წყალტუბოში, გორსა და მცხეთაში აშენებს.
შეხვედრის დასასრულს, ევროსაბჭოს დელეგაციის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0