იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა, ბაღდათის მერთან, არჩილ გოგსაძესთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხორციელდება. პროექტის ფარგლებში 5 სოფელში ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება და უახლოეს პერიოდში სოფლების: პირველი და მეორე ობჩის, დიმის, ფერსათისა და საკრაულას მოსახლეობა ახალი საავტომობილო გზით ისარგებლებს.
“საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის თვალსაზრისით სამუშაოები იმერეთის 12– ვე რაიონში ინტენსიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია ის, რომ მუნიციპალიტეტებში ცენტრალური გზების გარდა დიდი ყურადღება ეთმობა სოფლებამდე მისასვლელ გზებს. დღეს კონკრეტულად ბაღდათში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დავათვალიერე. მალე 5 სოფელს ახალი საავტომობილო გზა ექნება. 2018 წლის დასაწყისში ყველა მუნიციპალიტეტში პრიორიტეტები სოფლის მოსახლეობასთან ერთად განისაზღვრა და სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“-აღნიშნა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა.