გრიგოლ იოსელიანმა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები დაათვალიერა

28/11/2017

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა – გრიგოლ იოსელიანმა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები დაათვალიერა.
თამარ მეფის ქუჩაზე N16 და N17 ბინების წინ, ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოები მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაზიანებული იყო და უამიდნობის დროს გადაადგილება რთულდებოდა.
ადგილობრივი ბიუჯეტით მიმდინარეობს აგრეთვე წყალტუბო-ქუთაისის ავტომაგისტრალზე გარეგანათების სამუშაოები.
„გარეგანათებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 160 000 ლარი გამოიყო, არსებული გარეგანათების ქსელი შეიცვლება უფრო მძლავრი განათების თანამედროვე სისტემით “, – აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი – გრიგოლ იოსელიანი.
მერმა, დღესვე, ქალაქში, ავალიანის ქუჩაზე მინისტადიონზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0