გრიგოლ ნემსაძემ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

27/09/2017

სოხუმის დაცემიდის დღესთან დაკავშირებით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ რეგიონისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქალაქში მდებარე, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მხარის გუბერნატორმა ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და საქართველოს უახლესი ისტორია გაიხსენა.
,,დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია. დღეს სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. ჩვენ გვახსოვს გმირები, რომლებმაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას თავი შეწირეს და მომავალი თაობებისთვის სამაგალითონი გახდნენ. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა ღირსეული პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და ძალისხმევა არ დავიშუროთ ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარებისათვის.“- აღნიშნა გრიგოლ ნემსაძემ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოგვიანებით ჟიული შარტავას გამზირზე გადაინაცვლეს და ეროვნული გმირის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
ადგილზე ჟიული შარტავას სახელობის რუსთავის #4 საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით თემატური ღონისძიება გაიმართა. შესრულდა პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი ლექსები და სიმღერები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0