გრიგოლ ნემსაძემ პატივი მიაგო საქრთველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას

17/10/2017

ვეტერანთა დღეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რუსთავში, დიდების ხეივანში, პატივი მიაგო საქრთველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სიმბოლური აქცია, რომლის ფარგლებშიც მხარის გუბერნატორმა ომში დაღუპული გმირების სახელზე მემორიალის მიმდებარედ რამდენიმე ნერგი პირადად დარგო.
„ვულოცავ დღევანდელ დღეს თითოეულ ვეტერანს. მნიშვნელოვანია, რომ ამ თარიღს უკვე რამდენიმე წელია განსაკუთრებულად ავღნიშნავთ და გვეძლევა შესაძლებლობა მათ კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ ჩვენი პატივისცემა.დასაფასებელია მათი ღვაწლი და თავდადება ქვეყნის წინაშე. სამაგალითოა მათ მიერ განვლილი გზა ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის“_ განაცხადა გრიგოლ ნემსაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0