გრიგოლ ნემსაძემ საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე არხების კეთილმოწყობაზე ისაუბრა

30/06/2017

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად მხარის გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს, რომელიც რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას შეეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში დამატებით რამდენიმე პროექტი განხორციელდება, რომელიც ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე არხების კეთილმოწყობას გულისხმობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0