გუბერნატორის ინიციატივით ქვემო ქართლში მედიატური მოეწყო

ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალისა პოპულარიზაციისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით, უკვე შესრულებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ, საზოგადოების ინფორმირების მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, 13 აპრილს, მხარის გუბერნატორის, გრიგოლ ნემსაძის ინიციატივით, რეგიონის მუნიციპალიტეტებში მედიატური მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ტელევიზიების, ბეჭდური მედიისა და ინტერნეტგამოცემების ჟურნალისტებმა, ადგილზე მოინახულეს ისტორიულ-კულტურულ ძეგლები და ტურისტულად მიმზიდველი ობიექტები. მედიატურის მონაწილეებმა, რეგიონისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მოინახულეს დმანისისა და ბოლნისის ღირსშესანიშნაობები. ჟურნალისტები, პირველი ევროპელების სამშობლოში, ადგილზე გაეცნენ, ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალისა და დმანისის ნაქალაქარის ისტორიას, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, უნიკალურ, ისტორიულ, ძეგლებს, ბოლნისის სიონსა და წუღრუღაშენის მონასტერს. მოგვიანებით კი, ტანძიაში სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმსაც ესტუმრნენ. მედიატური, ელიას მთაზე, წმინდა პავლე და პეტრე მოციქულების სახელობის სამონასტრო კომპლექსში სტუმრობით დასრულდა. ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, ღონისძიების მონაწილეებს, პირადად გააცნო ინფორმაცია ტურიზმის განვითარების მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. საუბარი შეეხო, დაგეგმილ თემატურ ფორუმს, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს გაიმართება.

„ჩვენი ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს ტურიზმის განვითარების მიმართულებით. უახლოს პერიოში, ჩარატდება ფართომასშტაბიანი ტურისტული ფორუმი, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, სადაც განვიხილავთ რეგიონის ტურისტულ პოტენციალს და დაისახება ამ მიმართულების განვითარებისთვის კონკრეტული ღონისძიებები. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს, მუნიციპალიტეტებში, სწორედ შესაბამისი ინფრასტრიქტურის მოწყობა-მოწესრიგება წარმოადგენს. უკვე შესრულდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ზოგიერთი მათგანი მიმდინარეობის პროცესშია. მინდა ავღნიშნო, რომ მუნიციპალიტეტები აქტიუარდ მუშაობენ რეგიონის განვითარების 19-21 წლის გეგმაზე, სადაც მაქსიმალურადა იქნება გათვალისწინებული ტურისტული ინფასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო სამუშაოები. დღევანდელი მედიატურის მიზანსაც, ჩვენი რეგიონის პოპულარიზება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ საზოდაეობა, არსებული რესურსის შესახებ, მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული. მადლობა თქვენ ჩართულობისთვის, ვიმედევნობ, რომ ერთობლივად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ რეგიონისთვის,“ – აღნიშნა გრიგოლ ნემსაძე, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან საუბრისას.

Visited 197 times, 1 visit(s) today