გუბერნატორი დანიელ ინვესტორს შეხვდა

31/10/2018

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, მოადგილესთან გიორგი თურმანიძესთან ერთად დანიელ ინვესტორს, კომპანია „sustaine energy a/s“-ის დირექტორს ჯესპერ იორგანსონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო გურიის რეგიონში იტალიური ვერხვის ხის სანერგე მეურნეობის მოწყობის და საწარმოს მშენებლობის საკითხს.

„გასულ წლებში, დანიელი ინვესტორის ინიციატივით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სანერგე მეურნეობა მოეწყო, სადაც 40 ჰა მიწის ნაკვეთზე იტალიური ჯიშის ვერხვის ნერგები დაირგო. უახლოეს მომავალში კომპანიის წარმომადგენლები გურიაში გაფართოებასაც გეგმავენ. კერძოდ, დაგეგმილი აქვთ ხის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა. ინვესტორის განმარტებით, ვერხვის ხის ჯიში ევროპაში პოპულარულია და მისი მოხმარების ტენდენცია ყოველწლიურად იზრდება. მცენარე კარგად ეგუება ჭარბტენიან ნიადაგს. ჩვენ, მზად ვართ მათთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის და ინვესტორის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული“- აღნიშნა გუბერნატორმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0