გუბერნატორი ნასაკირალის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა

16/11/2018

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, მოადგილესთან გიორგი თურმანიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთში ნასაკირალის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პირველ კლასელებს სასცენო დეკორაციები გადასცეს. ასევე დაათვალიერეს სკოლის შენობა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და კაპიტალურ რემონტს საჭიროებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მომავალი წლიდან სკოლის შენობა გარემონტდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0