გუბერნატორი სადმელისა და ხვანჭკარის სკოლების პედაგოგებს შეხვდა

19/12/2017

სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სადმელისა და სოფ. ხვანჭკარის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მოისმინა ინფორმაციები სკოლებში არსებული მდგომარეობის შესახებ. გუბერნატორმა გააცნო პედაგოგებს მხარეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ისაუბრა მასწავლებლის როლზე საზოგადოების განვითარების პროცესში და გამოთქვა ინიციატივა დაიგეგმოს პერიოდული შეხვედრები სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სხვადასხვა სკოლიდან წარმოდგენილ ახალგაზრდებს შორის, სადაც მათ საშუალება მიეცემათ ისაუბრონ პრობლემატურ საკითხებზე, გაეცნონ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს და პირადად მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0