წელს აბაშაში სიმინდის კარგი მოსავალია. ალექსანდრე მოწერელია სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, გიორგი იაკობაშვილთან და საკოორდინაციო შტაბის წევრებთან ერთად აბაშის მუნიციპალიტეტში სიმინდის მოსავლის აღების პროცესს დაესწრო. როგორც ფერმერები აცხადებენ, ასეთი კარგი მოსავალი მრავალი წელია არ მიუღიათ. აბაშის მუნიციპალიტეტში, ე.წ. ანჯელის მასივში სიმინდის ნათესები დაახლოებით 6500 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დიდი მასივები, იქ სადაც შესაძლებელი იყო სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება, ცივი შესხურების ტექნოლოგიით დაამუშავა. გატარებული ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა მავნებლის მიერ მოსავლის დაზიანება და ეკონომიკური ზარალი.