გუბერნატორმა ლენტეხში ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა

04/09/2018

გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე რამდენიმე პროექტი დაათვალიერა. მოინახულეს დაბა ლენტეხის შიდა გზების ასფალტირებისა და ამაღლების ეკლესიამდე მისასვლელი ბილიკის სამშენებლო სამუშაოები, ასევე სოფელ ლესემას დასრულებული მინისტადიონი. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება. არჩილ ჯაფარიძე, რეგიონის თითოეულ მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0