გუბერნატორმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ორბელის საჯარო სკოლიდან მიულოცა

17/09/2018

სახელმწიფო რწმუნებულმა გუბერნატორმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ორბელის საჯარო სკოლიდან მიულოცა.

„მინდა მივულოცო თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს ახალი სასწავლო წლის დადგომა. განსაკუთრებით იმ პატარებს, რომელთაც დღეს სკოლის კარი პირველად შეაღეს. მათთვის დაიწყო ცხოვრების სრულიად ახალი – განათლების, პიროვნებად და მოქალაქედ ჩამოყალიბების ეტაპი, რომლის წარმატებით გავლაში ოჯახთან ერთად უდიდესი წვლილი სკოლას მიუძღვის. აქვე, ყველა პირველკურსელს მინდა მივულოცო სტუდენტობის საინტერესო და გამოწვევებით აღსავსე ეტაპზე გადასვლა. თქვენ ხართ თაობა, რომელმაც უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ჩვენი ქვეყნის მშენებლობის პროცესში. გისურვებთ მიგეღონ ცოდნის ის ხარისხი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ იყოთ კონკურენტუნარიანები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით. სასწავლო წლის დადგომას ასევე ვულოცავ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელებსა და მათ პედაგოგებს. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ წარმატებას, სიახლეებითა და ახალი შესაძლებლობებით დატვირთულ სასწავლო წელს.“

Tweet about this on TwitterShare on Facebook0