გუბერნატორმა ცაგერში სტიქიით დაზიანებული ადგილები დაათვალიერა

23/05/2017

მიმდინარე დღეების განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც სავარგულების და სახნავ–სათესი მიწების ნაწილი დაიტბორა. 22 მაისს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე ცაგერის მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. სტიქიამ განსაკუთრებით დააზიანა ლაჯანურის ხეობა, სადაც მოდიდებულმა მდინარემ საფრთხე შეუქმნა სოფ. ორბელისა და სოფ. ლაჯანის გარკვეულ მონაკვეთებს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად მობილიზებულ იქნა შესაბამისი ტექნიკა და განხორციელდა გაწმენდითი სამუშაოები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0