გუბერნატორმა ADA-ს წარმომადგენლობასთან შეხვედრა გამართა

07/09/2018

გუბერნატორის ადმინისტრაციისა და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობას და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორს არჩილ ჯაფარიძეს შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი და გუბერნატორის მოადგილეები.
სააგენტოს წარმომადგენლებმა სახელმწიფო რწმუნებულს მიაწოდეს ინფორმაცია 2019 წელს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაგეგმილი პროექტის შესახებ – „მწვანე სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“, რომლის მიზანია, მდგრადი შემოსავლების გაზრდის უზრუნველსაყოფად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა მთის ტურიზმისა და ბიოლოგიური სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
არჩილ ჯაფარიძემ ისაუბრა რეგიონში აგრარულ და ტურიზმის სფეროებში არსებულ მდგომარეობაზე, სააგენტოს წარმომადგენლობას გააცნო სახელმწიფო სექტორის მიდგომები ამ მიმართულებით და სარეკომენდაციო დოკუმენტის სახით წარუდგინა ხედვები აღნიშნული დარგების განვითარებასთან დაკავშირებით.
გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს რეგიონით დაინტერესებისათვის, გამოხატა მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა და აღნიშნა, რომ სამხარეო ადმინისტრაცია აქტიურად ჩაერთვება პროექტის მიმდინარეობის თითოეულ ეტაპზე.
პროექტი – „მწვანე სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ – განხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ ევროკავშირისა და ADA-ს ფინანსური რესურსებით და ეფუძნება ENPARD-ისა და LEADER-ის გამოცდილებას და მეთოდოლოგიას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0