გუდაურში დაშავებულები ზაზა სოფრომაძემ მოინახულა

19/03/2018

გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებულები დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ მოინახულა. მისი განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორსული, შვედი ქალბატონი კლინიკას 24 საათის განმავლობაში დატოვებს. რაც შეეხება ღუდუშაურის კლინიკაში მყოფ პაციენტებს, ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში 5 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ერთ-ერთ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტები კლინიკას უახლოესი დღეებში გაეწერებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0