გუდაურში ე.წ ,,გადასახედის” რეაბილიტაცია აგვისტოში დასრულდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გუდაურში ე.წ ,,გადასახედი“-ს მონუმენტის სრული რეაბილიტაცია გრძელდება. აგვისტოს ბოლოდან ტურისტებსა და დამთვალიერებლებს განახლებული ,,გადასახედი“-ი დახვდებათ.
სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მოძველებული მოზაიკისა და შენობის „სარტყელის“ აღდგენა, კონსტრუქციის გამაგრება და მონუმენტამდე მისასვლელ გზაზე ქვაფენილის დაგება. ასევე, დაგეგმილია დასასვენებელი ადგილებისა და პარკინგის მოწყობა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 600 000 ლარზე მეტია.

Visited 174 times, 1 visit(s) today