გულიას სახელობის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გულიას სახელობის ხიდის ავარიულობა იქ არსებულმა დაზიანებულმა საკომუნიკაციო ქსელმა გამოიწვია. დაზიანებულია ცენტრალური საკანალიზაციო და სასმელი წყლის მილები, გამოჟონილი წყალი კი ხიდის ძირითად კონსტრუქციას, ბურჯებს, სავალ ნაწილსა და ტროტუარს აზიანებს.
გულიას სახელობის ხიდის რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვლება ხიდში გამავალი საკომუნიკაციო ქსელი – წყლისა და საკანალიზაციო მილები. შეიცვლება ჰიდროიზოლაცია, აღდგება სანიაღვრე ქსელი და სადეფორმაციო ნაკერები. ძირითადი სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი დაიგება ასფალტის ახალი საფარი, როგორც სავალ ნაწილზე, ასევე ტროტუარებზე.
ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „ენ სი სი“ აწარმოებს. რეაბილიტაცია 2016 წლის 17 იანვარს დაიწყო და მიმდინარე წლის 17 ივნისს დასრულდება.
სარემონტო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 089 000 ლარი დაიხარჯება.

Visited 120 times, 1 visit(s) today