გული დამწყვიტა გამოჩენილი საოპერო მომღერლის ზურაბ სოტკილავას გარდაცვალებამ

გული დამწყვიტა გამოჩენილი საოპერო მომღერლის ზურაბ სოტკილავას გარდაცვალებამ.
ქართულ საზოგადოებასთან ერთად პატივს მივაგებ იმ ადამიანის ხსოვნას, რომლის ნაყოფიერმა შემოქმედებითმა და პედაგოგიურმა საქმიანობამ ხელი შეუწყო ჩვენში საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციას, შემოქმედთა ახალი თაობების აღზრდას, მსოფლიოში ქართული სამუსიკო სკოლის წარმოჩენას.
ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ბატონი ზურაბის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

Visited 110 times, 1 visit(s) today