გურიამ პირველად ,, მთის დღეებს” ბახმაროში უმასპინძლა

23/07/2023

საქართველოს პრემიერ- მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით წელს გურიამ პირველად “მთის დღეებს” ბახმაროში უმასპინძლა, რომელსაც მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. დამსვენებელს და კურორტზე ამოსულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი ღონისძიებები დახვდათ. მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა- გაყიდვა, მზარეულებმა ესმა კუნჭულიამ და ავთო ცეცხლაძემ ჩაატარეს კულინარიული მასტერკლასები, გაიმართა ცნობილი შემსრულებლების კონცერტი.
“მთის დღეების” ფარგლებში დაჯილდოვდნენ ადამიანები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს კურორტის განვითარებაში. ღონისძიება კოცონთან ტრიო “აპრილიას” კონცერტით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0