ოზურგეთში სასტუმრო ,,სემის“ საკონფერენციო დარბაზში, ოზურგეთის სარაგბო კლუბის ,,არწივების“ წარმომადგენლებთან ერთად , რაგბის სტრატეგიული განვითარების პროექტზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრაზე, ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ კლუბის სამომავლო პერსეპექტივებზე გაამახვილა ყურადღება, ” ჩვენი ამბიციაა, 2020 წელს კლუბმა ითამაშოს უმაღლეს ლიგაში. ამისთვის კი საჭიროა, ჩაიდოს კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია კლუბის განვითარებაში.” – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
შეხვედრაზე, ასევე,ადგილობრივი თვითმმართველობის წარომადგნელებთან ერთად . სტრატეგიული მიზნები და ამოცანები განისაზღვრა. უპირველეს ამოცანად დაისახა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სარაგბო სტადიონის კეთილმოწყობა, რაგბის პოპულარიზაცია და ბავშვთა სარაგბო სკოლის შექმნა.
სამუშაო შეხვედრას გურიის გუბერნატორის მოადგილე არჩილ ყაზაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯოდმარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, მერი კონსტანტინე შარაშენიძე და რაგბის განვითარების კავშირის ვიცე-პრეზიდენტი გაიოზ მონიავა ესწრებოდნენ.