გურიის გუბერნატორი არქეოლოგებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე არქეოლოგებს ვაჟა სადრაძესა და მერაბ ძნელაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე გურიაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ვაშნარი ნაქალაქარის აღდგენა პოპულარიზაციის საკითხები განიხილეს.
„ვისაუბრეთ გურიაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, ძეგლის სტატუსის მინიჭებასა და ვაშნარი ნაქალაქარის აღდგენა პოპულარიზაციაზე. შეხვედრაზე განსაკუთრებით ხაზი გაესვა ვაშნარში გათხრების აუცილებლობასა და კონსერვაციას. მინდა აღვნიშნო, რომ ტურიზმის განვითარებისთვის ვაშნარის ძეგლი არის უნიკალური და მნიშვნელოვანი. ჩვენს მიერ გაიგზავნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პროექტი, რომლის დაზვერვითი და სხვა სამუშაოები შესაბამისი სპეციალისტების მიერ მიმდინარე წლის მაისის თვეში დაიწყება. არქეოლოგებს შევთავაზე საინფორმაციო შეხვედრის მოწყობა, რათა საზოგადოებამ უფრო მეტად გაიგოს ვაშნარის ისტორიისა და უნიკალურობის შესახებ. შევთანხმდით ურთიერთთანამშრომლობაზე და მზად ვარ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, რომელიც რეგიონის განვითარებისთვის იქნება საჭირო მაქსიმალური მხარდაჭერა აღვუთქვა“,- აღნიშნა გია სალუქვაძემ.
გუბერნიაში გამართულ შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები, ადმინისტრაციის თანამშრომლები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, ისტორიული მუზეუმის დირექტორი და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ – ნაკრძალის მმართველი დაესწრნენ.

Visited 172 times, 1 visit(s) today