გურიის რეგიონში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

27/11/2017

გლოვის დღესთან დაკავშირებით გურიის რეგიონში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა.
24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0