გურჯაანის აგრარულ ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები დღეში ორჯერ ტარდება

31/03/2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ირაკლი შიოშვილი გურჯაანის აგრარულ ბაზარში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ, თუ რამდენად დაცულია უსაფრთხოების გამკაცრებული ნორმები და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

“გურჯაანის აგრარულ ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები დღეში ორჯერ ტარდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის თანახმად, ადგილზე მომუშავე პირები პირბადეებითა და ხელთათმანებით აღჭურვილი ემსახურებიან მომხმარებლებს და დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს იცავენ. სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორს რეკომენდაციებს მუდმივად აწვდის და, ამავე დროს, ახორციელს მონიტორინგს. დღეს არსებულ ვითრებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომების დაცვა, რაც ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების უმთვარესი პირობაა”, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0