გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა პირველი მოადგილე ოფიციალურად დანიშნა. ვიცე-მერის პოზიცია გიორგი მინდორაშვილმა დაიკავა. გიორგი მინდორაშვილს კერძო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ამ ეტაპზე, მეორე მოადგილის დანიშვნამდე, როგორც მერიის სტრუქტურა ითვალისწინებს, ვიცე-მერის დაქვემდებარებაში იქნება მერიის ცხრა სამსახური და შესაბამისი ა(ა)იპები.
Visited 71 times, 1 visit(s) today