დაბა ახალდაბაში და სოფელ კორტანეთში გზების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

14/09/2017

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში და სოფელ კორტანეთში გზების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დაბა ახალდაბაში ასფალტი იგება აღმაშენებლის ქუჩის 1200მ სიგრძის მონაკვეთზე, გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ასევე ვაჟა-ფშაველას I და II მონაკვეთებზე. რუსთაველის ჩიხში, რიკაძეებისა და კაპანაძეების უბანში ასევე სოფელ კორტანეთში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა ხორციელდება.
ჯამში 3 კილომეტრის სიგრძის გზა მოწესრიგდება. აღნიშნულ დასახლებებში გზის სამუშაოები არასოდეს განხორციელებულა. მოსახლეობას კი გრუნტის გზით სარგებლობა წლებია უწევდათ.
პროექტის მიხედვით, დაბა ახალდაბის შიდა გზებზე ორმოულების შეკეთებაც მოხდება. გზების დაგებასთან ერთად, მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე ღარები და ცხაურები. კეთილმოეწყობა ასევე ეზოებში შესასვლელები.
სამუშაოების ჩატარების შემდეგ საკურორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა.
პროექტები საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0