დაბა ბახმაროს წყალარინების სისტემისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა დაბა ბახმაროს წყალარინების სისტემისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, საჯარო განხილვის ორგანიზატორი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაცია – შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები. გზშ-ის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული – https://nea.gov.ge/Ge/GZSH/261).

Visited 48 times, 1 visit(s) today