დაბა მანგლისში საკანალიზაციო სისტემის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ერეკლე კუხიანიძემ მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად დაბა მანგლისში თამარ მეფის, სტალინისა და დემეტრაშვილის ქუჩებზე საკანალიზაციო სისტემისა და „BIOTAL”-ის გამწმენდი ნაგებობების მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.

„BIOTAL”-ის გამწმენდი ნაგებობა უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ჩამდინარე წყლების სრულ ბიოლოგიურ გაწმენდას.
პროექტის ღირებულება – 1 250 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტი (მთის განვითარების ფონდი) – 1 187 500 ლარი; ადგილობრივი ბიუჯეტი – 62 500 ლარი; განხორციელების ვადები: 30.12.2016 – 18.07.2017 კონტრაქტორი კომპანია: შპს „ფუძე“.

Visited 141 times, 1 visit(s) today