დაბა ნარუჯაში 100 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის გზის მოწყობა მიმდინარეობს

03/08/2017

დაბა ნარუჯაში 100 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის გზის მოწყობა მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს სისტემატიურ მონიტორინგს უწევენ. მიმდინარე სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, გოჩა აბაშმაძემ დაბა ნარუჯაში გამგებლის წარმომადგენელთან, ზვიად მიქელაძესთან ერთად დააათვალიერა. რკინა-ბეტონის საფარი დაბა ნარუჯის მე-2 რაიონში იგება. პროექტის ღირებულება 12 761 ლარს შეადგენს. სამუშაოები ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0