დაბა ჟინვალში არსებულ პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

28/11/2019

დაბა ჟინვალს კიდევ ერთი კომფორტული დასასვენებელი ადგილი შეემატა. რეაბილიტირებული პარკი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, რწმუნებულის მოადგილემ გიგლა ფოცხვერაშვილმა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მოინახულეს.
არსებული პარკის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, კეთილმოეწყო დასასვენებელი სივრცეები, განახლდა დეკორატიული აუზი, დაიგო სასეირნო ბილიკები და დამონტაჟდა გარე განათება. პროექტი დაფინანსდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ხოლო სამუშაოები შპს”ქართლმა” შეასრულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0