ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დასასრულს უახლოვდება დატკეპნის სამუშაოები და ქუჩა მოასფალტებისთვის მზადდება. ასფალტის საფარის დაგებასთან ერთად, გათვალისწინებულია ტროტუარებისა და სანიაღვრე არხების მოწყობაც. სამუშაოები, რომელთა ღირებულებაც 1 296 939 ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოქალაექების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის პირობების შექმნას. პროექტი მნიშვნელოვანის ტურიზმის განვითარების მიმართულებითაც.
Visited 124 times, 1 visit(s) today