დაბა ურეკში გოგუაძეების სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

დაბა ურეკში მცხოვრები გოგოუაძეების ათსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლის გადახურვითი სამუშაოები დაიწყო.
გოგოუაძეების სახლის სახურავი მიმდინარე წლის იანვარში დიდთოვლობის დროს ჩამოინგრა.
ოჯახი დროებით ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. ქირას მუნიციპალიტეტის გამგეობა ანაზღაურებდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა – გოჩა აბაშმაძემ მოინახულეს.
გოგუაძეები საკუთარ სახლს უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან.

Visited 159 times, 1 visit(s) today