დაგროვებითი ბარათის ,,მოითხოვე ქართული” მფლობელების დაჯილდოვება გაიმართა

09/06/2017

ქართული პროდუქციის ერთგულებისთვის, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პირველი ქართული ბარათის ,,მოითხოვე ქართული” მფლობელების დაჯილდოვება გაიმართა. დაგროვებით ბარათზე დაგროვებული ქულების, ,,ქართულების” მიხედვით გამარჯვებულებს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ,,ქართული პროდუქციის ერთგული მომხმარებლის” სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები გადაეცათ. გამარჯვებულ მომხმარებლებს სერთიფიკატები თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ და ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა მაია მელიქიძემ გადასცეს. გარდა გამარჯვებულების დაჯილდოვებისა, დაგროვებითი ბარათები ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც გადაეცათ. ღონისძიების მიზანი მომხმარებლების წახალისება და აღნიშნულ კამპანიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლების აქტიური ჩართვა გახლდათ. დაგროვებითი ბარათი ,,მოითხოვე ქართული” არის საქართველოში პირველი პლასტიკური ბარათი, რომლის ფარგლებში,ქართული პროდუქციის შეძენისას, ვირტუალური ქულები – ,,ქართულები” გროვდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0