დავით ზალკალიანი იან ძიენ შეხვდა

10/07/2017

10 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა გამართა შეხვედრა შანხაის საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ინსტიტუტის დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტი იან ძიენი.

შეხვედრის დროს მინისტრის მოადგილემ გააცნო ჩინურ მხარეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ასევე საქართველოს ბიზნეს გარემო, ბოლო წლებში ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებისა და ამ სფეროში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია.

საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებსაც და აღნიშნული მიმართულებით, საქართველოს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, აგრეთვე, საქართველო-ევროკავშირსა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებს. აღინიშნა 2017 წლის მაისში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობა, რაც თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინპინის ინიციატივის “სარტყელისა და გზის“ მნიშვნელობას, როგორც ორი ქვეყნისთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0