დავით ზალკალიანი კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს შეხვდა

14/08/2017

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანთან აჰმად ჰასან ალ-ჰამადისთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კატარის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. კატარის მხარემ მინისტრის პირველ მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ყურის რეგიონში, კერძოდ კატართან დაკავშირებით შექმნილი კრიზისის შესახებ. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ დაპირისპირებული მხარეები დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით ახლო მომავალში იპოვნიან კრიზისის დარეგულირების შესაძლებლობას.
ვიზიტის ფარგლებში კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან დავით რაქვიაშვილთან და საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან თედო ჯაფარიძესთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0