დავით ზალკალიანი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე წლის შემოდგომაზე ევროპის საბჭოს ჩართულობით დაგეგმილ ღონისძიებებს. აღინიშნა ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს საკითხის აქტუალობა და ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რაც ორგანიზაციში საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით მიიღება. შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას.

Visited 166 times, 1 visit(s) today