დავით ზალკალიანი სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისი-საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რუდოლფ მიხალკასთან. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა რუდოლფ მიხალკას ორ ქვეყანას შორის კავშირების გააქტიურებასა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის.
შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული თბილი და მეგობრული ურთიერთობები, რომელმაც ბოლო წლებში განსაკუთრებული დინამიზმი შეიძინა. ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში სლოვაკეთის მკაფიოდ გამოხატულ პოლიტიკურ მხარდაჭერას ისევე, როგორც პრაქტიკული კუთხით თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. რუდოლფ მიხალკას თქმით, სლოვაკეთი საქართველოს საიმედო პარტნიორად რჩება და მომავალშიც გააგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

Visited 149 times, 1 visit(s) today