დავით ზალკალიანი ჯასიმ მუჰამედ ალ ქასემის რეგიონში არსებულ სიტუაციაზე ესაუბრა

12/07/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა გამართა შეხვედრა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან (რეზიდენციით ქ. ერევანი) ჯასიმ მუჰამედ ალ ქასემისთან (Jassim Mohamed Al Qasemi).

შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და საემიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები. მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს რეგიონში არსებულ სიტუაციასა და საქართველოსა და საემიროებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0