დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა რეგიონულ საკითხებში რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან

13/10/2017

ქ. ბათუმში გამართული თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა რეგიონულ საკითხებში რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან დანუც-სებასტიან ნეკულაესკუსთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება პოლიტიკური უსაფრთხოების, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების კუთხით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0