დავით საგანელიძე ბოაოს საერთაშორისო ფორუმზე ბიზნესმენ ალექსანდრე მაშკევიჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოაოს საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ცნობილ ბიზნესმენს ალექსანდრე მაშკევიჩს შეხვდა, რომელიც აზიის საერთაშორისო ფორუმზე სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ალექსანდრე მაშკევიჩის ინიციატივით მიმდინარე ჯანდაცვის პროექტებს, რომელშიც საპარტნიორო ფონდიც მონაწილეობს. შეხვედრაზე აღინიშნა ამ პროექტების მნიშვნელოვანი როლი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმაში და ის პირველი დადებითი ეფექტი, რომელიც საქართველოში მედიკამენტებზე ფასების მნიშვნლოვან შემცირებაში გამოიხატა.
შეხვედრაზე განხილული იქნა, როგორც ფარმაცევტული ქარხნის, ასევე ახალი ჰოსპიტალური ცენტრის მიმდინარე საკითხები და პროექტებში სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების ჩართვის შესაძლებლობები.

Visited 128 times, 1 visit(s) today