დავით საგანელიძე ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო) მედპერსონალს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და საპარტნიორო ფონდის შვილობილი „კლინიკების განვითარების კომპანიის“ მენეჯმენტი.
შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო. ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ კლინიკაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მედპერსონალს კლინიკის სამომავლო განვითრების გეგმის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა შესთავაზა.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. მედპერსონალის მხრიდან შეკითხვები ძირითადად კლინიკაში დღეს არსებულ აქტუალურ საკითხებს შეეხო. აქცენტები გაკეთდა ასევე, ჯანდაცვის რეფორმაზეც, რომლის ფარგლებშიც ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის განვითარება იგეგმება.

Visited 180 times, 1 visit(s) today